ბოლო რამდენიმე დღეა ხანძარს ებრძვიან კანადაში.ხანძრების გაჩენას ხელი ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვნად მატებამ შეუწყო. BBC-ის ინფორმაციით, ამ დროისათვის მეხანძრეები 130-ზე მეტ კერას ებრძვიან.
ხანძრებმა განსაკუთრებით ბრიტანეთის კოლუმბია დააზარალა, სადაც ცეცხლის ჩასაქრობად სამხედრო ვერტმფრენების გამოყენებას გეგმავენ. კანადის სოფელ ლიტონში კი ძლიერი სიცხისგან გამოწვეულ ხანძარს, მინიმუმ 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ მშრალი, ცხელი ამინდი მომავალ კვირაშიც გაგრძელდება, ამასთან, სპეციალისტები ბრიტანეთის კოლუმბიაში 500-მდე ადამიანის გარდაცვალებას ძლიერ სიცხეს უკავშირებენ.