მზადება მასობრივი ვაქცინაციისთვის

03 ივლისი 2021, 18:20 1657 ნახვა

მასობრივი იმუნიზაციისთვის აჭარაში  დამატებითი  სივრცეები უკვე მოეწყო.  მათ შორის,  ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოსა და საზღვაო ჰოსპიტალში.  აცრის მსურველებს, რომლებიც ონლაინ რეჟიმში ვერ დარეგისტრირდებიან რეგისტრაციას ადგილზე გაივლიან და ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან.

სპეციალისტებს იმედი აქვთ, რომ  ვაქცინის გაკეთების მსურველთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. პროცესი ორშაბათიდან დაიწყება. რეგიონის მასშტაბით 52 ამცრელი ჯგუფი იმუშავებს. პირველ ეტაპზე აჭარაში სინოფარმის 30 ათას  დოზას  ელოდებიან.  ამ დროისთვის რეგიონში სულ 28 ათასი ადამიანია აცრილი. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, წლის ბოლომდე დაგეგმილია 120 ათასამდე ადამიანის ვაქცინაცია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი