საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, „ფაიზერის“ რამდენიმე ასეულ ათას დოზას საქართველო ამერიკის შეერთებული შტატებისგან საჩუქრად მიიღებს
„აშშ-ის მთავრობის და უშუალოდ პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, საქართველოს რამდენიმე ასეული ათასი დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა საჩუქრად გადაეცემა. ამის თაობაზე ცოტა მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც ჩვენს მეგობრებსა და კოლეგებთან საბოლოო დეტალებს გავივლით, ვაცნობებთ საზოგადოებას“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.