საქართველომ „სინოვაკისა“ და „სინოფარმის“ ვაქცინების მილიონი დოზა მიიღო

02 ივლისი 2021, 17:07 1283 ნახვა

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მილიონი დოზა საქართველოშია-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რამდენიმე წუთის წინ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

"საქართველომ მიიღო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზირებული "სინოფარმის" და "სინოვაკის" ვაქცინები. მილიონი დოზა უკვე ადგილზეა და ჩვენ მზად ვართ ორშაბათიდან დავიწყოთ მასობრივი ვაქცინაციის პროცესი.

ჩვენ აქტიურად ვიმუშავეთ პირდაპირ, უშუალოდ მწარმოებლებთან და წარმატებით დავასრულეთ ეს მოლაპარაკებები. უახლოეს რამდენიმე კვირაში სავარაუდოდ კიდევ შემოვა ნახევარი მილიონი დოზა "სინოფარმი" და ამდენივე "სინოვაკის" ვაქცინა. ჯამში 2 მილიონი გვაქვს შეკვეთილი.

"ფაიზერთან" მივაღწიეთ შეთნხმებას, ფული გადახდილი გვაქვს მილიონი დოზის მოწოდებაზე და ივლისიდან ეტაპობრივად დაიწყება  მოწოდება. ჯამში ველოდებით, რომ წლის ბოლომდე 4 მილიონამდე დოზას მივიღებთ

ეს გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ზრდასრული მოსახლეობის 60% იყოს სრულად აცრილი.

მე მინდა თხოვნით მივმართო მოსახლეობას, რომ გამოიჩინონ სამოქალაქო პასუხისმგებლობა. ახლა გადამწყვეტია თქვენი აქტივობა და ჩართულობა, იმისათვის, რომ დავიცვათ საკუთარი თავი და ჩვენს გარშემომყოფების მიმართ გამოვიჩინოთ სოლიდარობა"-განაცხადა პრემიერმა.

პრემიერის განცხადებით, ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია ხვალიდან დაიწყება. 350 ბრიგადა ქვეყნის მასშტაბით გადანაწილდება და ეს პროცესი წარმატებით წარიმართება.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი