ბაგრამის სამხედრო ბაზა უცხოელმა სამხედროებმა დატოვეს

02 ივლისი 2021, 12:49 1041 ნახვა

ამერიკელმა ჯარისკაცებმა და ნატოს ძალების წევრებმა ბაგრამის საჰაერო ბაზა დატოვეს. ავღანეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ბაზა ოფიციალურად ავღანეთის მთავრობას 3 ივლისს გადაეცემა. 1-ელ მაისს შეერთებულმა შტატებმა ავღანეთიდან ჯარის გაყვანა ოფიციალურად დაიწყო.

14 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გამოყვანა გამოაცხადა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში