შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მდინარის დიდი ოდენობით პოლიეთილენის ბოთლი დაბინძურებისთვის ბოლნისში ერთი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 30 ივნისს მდინარე ქციაში ბოთლები გადაყარა. ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა სხვადასხვა სოციალურ ქსელში გავრცელდა.
''სამართალდამცველებმა კანონდამრღვევი პირის იდენტიფიცირება მალევე შეძლეს და ბრალდებულის სახით ბოლნისში დააკავეს.
წყლის დაბინძურების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 292-ე მუხლით მიმდინარეობს'' - წერია განცხადებაში.
დანაშაული ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.