რუსეთში კოვიდლეტალობის რეკორდული მაჩვენებელია

01 ივლისი 2021, 18:50 844 ნახვა

რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 672 ადამიანი გარდაიცვალა, რაც პანდემიის დაწყებიდან გარდაცვალების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.  ოფიციალური მონაცემებით, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“ 23 ათას  543 ადამიანს დაუდასტურდა. ეს 17 იანვრის შემდეგ ინფიცირების მაქსიმალური დღიური მაჩვენებელია.  30 ივნისის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 5 მილიონ  538 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული. გარდაიცვალა 1356 ათასამდე პაციენტი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი