ევროპაში კოვიდსერტიფიკატები ამოქმედდა

01 ივლისი 2021, 14:32 914 ნახვა

ევროკავშირის ქვეყნებში დღეიდან ციფრული კოვიდსერტიფიკატები ამოქმედდა. დოკუმენტი მოიცავს ინფორმაციას ვაქცინაციის, ტესტებისა და დაავადებისგან გამოჯანმრთელების შესახებ.  მის მიღებას ევროკავშირის ის მოქალაქეები შეძლებენ, რომლებიც ამ სამი ელემენტიდან ერთ-ერთს აკმაყოფილებენ.

დაიშვება როგორც პისიარ, ასევე ანტიგენ ტესტები. სერთიფიკატი უფასოა და მისი აღიარება უნდა მოხდეს ევროკავშირის 27-ვე  ქვეყანაში. ს

ერტიფიკატების მიღების უფლება მესამე ქვეყნის მოქალაქეებსაც ექნებათ, რომლებიც ლეგალურად ჩავლენ ევროკავშირისა და შენგენის ზონის ტერიტორიაზე.

ამისათვის საჭირო იქნება საზღვარზე ვაქცინაციის ან საკუთარ ქვეყანაში ჩატარებული ტესტის პასუხები.

განიხილება მესამე ქვეყნებში გაცემული სერტიფიკატების აღიარებაც. სერტიფიკატები „ბიონტექ/ფაიზერის“, „მოდერნას“, „ასტრაზენეკას“ და „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინებით აცრილი პირებისთვის გაიცემა.

სერტიფიკატების გაცემა იგეგმება ასევე იმ პირებისთვის, რომლებიც აცრილნი არიან  „ასტრაზენეკა ქოვიდშილდით“, „სინოფარმით“ და „სინოვაკით“.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში