აჭარაში კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ამ ეტაპზე რეგიონის მასშტაბით საავადმყოფოებში მკურნალობს 163 პაციენტი, მძიმეა 37-ის მდგომარეობა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 7.
ბოლო მონაცემებით რეგიონის მასშტაბით კლინიკურ სასტუმროებშია მოთავსებული 182 პირი.
თვითიზოლაციაში იმყოფება 634 პირი.