20-მდე აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდგინდა - სოფიო გორგაძე

01 ივლისი 2021, 10:34 1180 ნახვა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, 20-მდე აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდგინა, რის გამოც ისინი ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე ვერ გავიდნენ. სოფიო გორგაძის თქმით, აბიტურიენტები გამოცდას დამატებით სესიაზე ჩააბარებენ.

''ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, დაახლოებით 20-მდე აბიტურიენტია, ვინც დღეს კოვიდინფექციის გამო არ გამოცხადდა. ჩვენ გვაქვს საშუალება მათ შევთავაზოთ დამატებითი სესია. ინფიცირების გამო ისინი წელს საგამოცდო პროცესს არ გამოეთიშებიან'' - განაცხადა გორგაძემ.

მისივე თქმით, ქვეყნის მასშტაბით 25 საგამოცდო ცენტრია გახსნილი და პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი