ქუთაისის განახლებული საერთაშორისო აეროპორტიდან ყაზახური დაბალბიუჯეტური ავიკიაკომპანია FlyArystan კიდევ ერთ მიმართულებას ამატებს.
შიმკენტი – მეოთხე მიმართულებაა, სადაც დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტიდან ყაზახეთში მოხვედრაა შესაძლებელი.
„საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა“ და ავიაკომპანია FlyArystan-ს შორის წარმატებული მოლაპარაკებების შედეგად, 14 ივლისიდან FlyArystan-ი შიმკენტი-ქუთაისი-შიმკენტის საჰაერო ხაზზე ოპერირებას კვირაში ორი სიხშირით დაიწყებს. ბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ვებგვერდზე უკვე შესაძლებელია"-აცხადებენ აეროპორტების გაერთიანებაში.