დღეიდან​ ''კომენდანტის საათი'' აღარ იმოქმედებს

30 ივნისი 2021, 10:16 1333 ნახვა

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 30 ივნისს, 23:00 საათიდან გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა აღარ იმოქმედებს.

''კომენდანტის საათი'' 2020 წლის 28 ნოემბრიდან მოქმედებდა. 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ფეხით, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა იყო აკრძალული.

2021 წლის პირველი ივნისიდან კი, შეზღუდვის პერიოდი შემცირდა და 23:00 საათიდან დილის ოთხ საათამდე მოქმედებდა.

გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნაზე გადაწყვეტილება საბჭომ 22 ივნისს მიიღო. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი