ექს-პრეზიდენტის განაჩენი

29 ივნისი 2021, 14:03 990 ნახვა

სამხრეთ აფრიკის ყოფილ პრეზიდენტ ჯეიკობ ზუმას 15 თვით პატიმრობა მიუსაჯეს. სასამართლო ზუმას მის წინააღმდეგ მიმდინარე კორუფციული გამოძიების ფარგლებში სასამართლოზე მისვლას ითხოვდა.

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ექსპრეზიდენტმა ეს განკარგულება არ შეასრულა და ის სასამართლოსადმი უპატივცემულობაში დაადანაშაულეს. ჯერ უცნობია, დააპატიმრებენ თუ არა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ყოფილ ლიდერს.

ჯეიკობ ზუმამ სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტის თანამდებობა 2018 წელს დატოვა. ის არაერთ კორუფციულ სკანდალშია  გახვეული.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში