ავიაკომპანია „ფლაი დუბაიმ“ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა - ნათია თურნავა

28 ივნისი 2021, 17:43 798 ნახვა

ავიაკომპანია „ფლაი დუბაიმ“ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ნათია თურნავას განმარტებით, ბათუმის მიმართულებით ავიაკომპანია კვირაში სამი სიხშირით იფრენს.

„სულ უფრო მეტი ავიაკომპანია გვიბრუნდება საქართველოში. მათ, ვინც დაფრინავდნენ კოვიდ-პანდემიამდე, ახალი ავიაკომპანიები ემატება. ავიაკომპანია „ფლაი დუბაიმ“ ასევე განაახლა რეგულარული ფრენები ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით, რაც ძალიან კარგი ფაქტია,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

25 ივნისიდან „ფლაი დუბაიმ“ ბათუმის მიმართულებით კვირაში სამი სიხშირით ფრენები განაახლა. დღეის მდგომარეობით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებს 19 ავიაკომპანია, 10 ქვეყნიდან, დაახლოებით 110-115 სიხშირით კვირაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში