აუდიტის სამსახურს მოკვლევა არ დაუსრულებია - ეკატერინე ტიკარაძე ვაქცინების დანაკლისზე

28 ივნისი 2021, 12:42 1121 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, აუდიტის სამსახურს მოკვლევა არ დაუსრულებია.

ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, ის სწავლობს არსებულ სავარაუდო ხარვეზებს, რომელიც შესაძლოა იყო დაავადებათა კონტროლის ცენტრში, ასევე ის სწავლობს რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიმდინარე მარაგების მართვას.

"ჩვენ მივიჩნიეთ, რომ მნიშვნელოვანია ქსელის სრული შესწავლა, რათა გაკონტროლდეს ვაქცინის ყველა ის მარაგი, რომელიც დღეს არის ძებნაში. მას შემდეგ რაც აუდიტის სამსახური დაასრულებს მოკვლევას, ჩემი თხოვნოთ, ის საზოგადოებას თვითონ გააცნობს დასკვნას"-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში