ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში საწვრთნელი აუზი გაიხსნა, რომელიც მიზნად ისახავს სტუდენტების და მოქმედი მეზღვაურების კვალიფიკაციის ამაღლებას.
საწვრთნელი აუზის მშენებლობა გასულ წელს დაიწყო, რისთვისაც 1 600 000 ლარი დაიხარჯა. აუზის გახსნის ცერემონიას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და საქართველოს ეკონომიკის მინისტრი დაესწრნენ.