პომიდორსა და ქათმის გაყინულ ხორცში მავნე ორგანიზმები გამოვლინდა - შემოსავლების სამსახური

25 ივნისი 2021, 13:44 2069 ნახვა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა სხვადასხვა ტვირთში მავნე ორგანიზმები გამოავლინეს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,სარფი", თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში, შემოტანილი იქნა სხვადასხვა სახის ხილ-ბოსტნეული.

„ფიტოსანიტარის მიერ, ტვირთის იდენტურობისა და მცენარეთა სიჯანსაღის კონტროლის განხორციელებისას, 1952 კილოგრამ პომიდორს აღმოაჩნდა საკარანტინო მავნე ორგანიზმი. საქართველოს მთავრობის N463-ე დადგენილების თანახმად, აღნიშნული საქონელი განადგურებას დაექვემდებარა"-აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.

დაფიქსირდა, იმპორტის პირობებთან შეუსაბამობის, მეორე ფაქტი, რომელიც საბაჟო გამშვებ პუნქტზე - ,,ფოთის და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა'', გამოვლინდა. 82 500 კილოგრამი ქათმის გაყინული ხორცის ლაბორატორიული კვლევის შედეგად, დადასტურდა ჯანმრთელობისთვის საშიში მავნე ორგანიზმი.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ბრძანებით, პროდუქტის მწარმოებელ კომპანიას შეუჩერდა საქართველოში იმპორტის უფლება ერთი წლის ვადით, ხოლო ტვირთი, საქართველოს მთავრობის ზემო აღნიშნული დადგენილების შესაბამისად, დაექვემდებარა გადამუშავებას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირების ზედამხედველობით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში