ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი ფოთის საზღვაო სასწავლო-საწვრთნელ ცენტრში იმყოფებოდა.
ელჩმა, ფოთის საზღვაო სასწავლო-საწვრთნელ ცენტრში არსებული 13 ლაბორატორია დაათვალიერა, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით, შეხვდა მომავალ მეზღვაურებს - აკადემიის კადეტებს.
აღნიშნული ცენტრი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფილიალია, რომელიც რამდენიმე თვის წინ გაიხსნა.
2011 წელს, 25 ივნისი, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მიერ მეზღვაურის საერთაშორისო დღედ გამოცხადდა. საქართველო ამ თარიღს სხვადასხვა ღონისძიებით, ყოველწლიურად აღნიშნავს.