საქართველოს პარლამენტში შესვლის გადაწყვეტლება უკვე მიღებული აქვთ პარტიის ცენრალურ ოფისში. “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” მე-9 მოწვევის პარლამენტში 27 მანდატი ექნება. პარტიის გადაწყვეტილებით შეიქმნება პარლამენტში უმცირესობა, რომელსაც დავით ბაქრაძე უხელმძღვანელებს. ვიცე-სპიკერის პოსტს სერგი კაპანაძე დაიკავებს, ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე კი ნიკა მელია იქნება. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში ოპოზიციის კვოტით გათვალისწინებულ თანამდებობაზე „ნაციონალური მოძრაობა“ გიორგი ტუღუშს წარადგენს.