ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ჩიქოვანმა, ბათუმში მცხოვრებ 15 მრავალშვილიან ოჯახს ბინები გადასცა.
მერიის პროგრამის ფარგლებში, საცხოვრებელი ბინები საჩუქრად იმ ოჯახებს გადაეცათ, რომლებსაც 6 და მეტი შვილი ჰყავთ.
მერიის პროგრამის ფარგლებში, ბინების გადაცემა 7 და მეტ შვილიანი ოჯახებისთვის იყო გათვალისწინებული. აღნიშნული ოჯახების ბინებით დაკმაყოფილება, მრავალშვილიანი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამაში, მიმდინარე წელს განხორციელებული ცვლილების შემდეგ გახდა შესაძლებელი.
იმ ოჯახებს, რომლებიც პროგრამის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, საჩუქრად 100-დან 130 კვმ-მდე საცხოვრებელი ფართი გადაეცემათ