ქუთაისის აეროპორტში უკრაინული და ბელარუსული ავიაკომპანიების მოსაზიდად შეხვედრა გაიმართა 

23 ივნისი 2021, 10:58 750 ნახვა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ავიაკომპანიების „SkyUp“ - ის, “უკრაინის საერთაშორისო ავიახაზებისა“ და „ბელავიას“ ტოპ-მენეჯმენტის წარმომადგენლებთან ონლაინ სამუშაო შეხვედრა გამართა. მიზანი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანიების მოზიდვაა.

სამინისტროს ინფორმაციით, დაიწყება მოლაპარაკებები სხვა ქვეყნების ავიაგადამზიდავებთან, რათა მათ ფრენები ქუთაისში და ქუთაისიდანაც შეასრულონ.

„ჩვენ გვქონდა ძალიან პოზიტიური შეხვედრები უკრაინისა და ბელარუსის ავიაკომპანიებთან. მთავარი ყურადღება დაეთმო მოლაპარაკებებს იმის თაობაზე, რათა აღნიშნულმა ავიაგადამზიდავებმა დაიწყონ რეგულარული რეისების შესრულება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში.

ქუთაისის განახლებული აეროპორტი გვაძლევს ძალიან დიდ შესაძლებლობას, რომ ტურისტებს როგორც იმერეთში, ასევე საქართველოს სხვა რეგიონებში ვუმასპინძლოთ. ქუთაისის განახლებული აეროპორტის გაძლიერება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა,“ - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი