აშშ, ევროკავშირი, დიდი ბრიტანეთი და კანადა ბელარუსს ახალ სანქციებს უწესებენ

22 ივნისი 2021, 09:59 638 ნახვა

შეერთებული შტატები, ევროკავშირი, დიდი ბრიტანეთი და კანადა ბელარუსს ახალ სანქციებს უწესებენ. ერთობლივ განცხადებაში ქვეყნები შეშფოთებას გამოთქვამენ ლუკაშენკოს რეჟიმის მხრიდან ადამიანთა უფლებების შელახვაზე და ოფიციალურ მინსკს მოუწოდებენ ითანამშრომლოს "რაინეარის თვითმფრინავის" იძულებით დასმის ფაქტის საერთაშორისო გამოძიებასთან,  ასევე გაათავისუფლონ პოლიტპატიმრები.

ევროკავშირის სანქციები საერთო ჯამში 166 ბელარუსელს , მათ შორის თავდაცვისა და ტრანსპორტის მინისტრებს, კანონმდებლებს, მოსამართლეებს და 15 კომპანიას ეხება.

შეზღუდვები ევროკავშირის ქვეყნებში შესვლაზე, აკრძალვებსა და ფინანსური აქტივების გაყინვას მოიცავს.

შეერთებულმა შტატებმა კი სანქცირებულთა სიას კიდევ 16 პირი და 5 კომპანია დაამატა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი