საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, რესტორნები და ღამის კლუბები მხოლოდ ღამის 12 საათამდე იმუშავებენ. შეზღუდვა ეხება სხვა გასართობ დაწესებულებებსაც.
რეგულაციები ეხება სასტუმროებში მოქმედ რესტორნებსაც.
"გადაადგილების შეზღუდვა მოიხსნება პირველი ივლისიდან, უბრალოდ, ერთი შეზღუდვა რაც რჩება, ეს არის შეზღუდვები რესტორნების მიმართ, რომლებიც იმუშავებენ მხოლოდ 24:00 საათამდე. 24:00 საათის შემდეგ რესტორნები არ იმუშავებს.
იგივე ეხება სხვა გასართობ დაწესებულებებს, ღამის კლუბებს ცხადია და ისეთ დაწესებულებებს, რომელიც დაკავშირებულია საზოგადოებრივ კვებასთან. იგივე ეხება სასტუმროს რესტორნებსაც", - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.