პენსიონერს უფლება ექნება პენსიის გამცემი საბანკო დაწესებულება თავად აირჩიოს

20 ივნისი 2021, 15:10 3011 ნახვა

პარლამენტი, ოპოზიციის საკანონმდებლო ინიციატივის განხილვასაც იწყებს, რომლის მიხედვით, პენსიონერს უფლება ექნება პენსიის გამცემი საბანკო დაწესებულება თავად აირჩიოს და სურვილის შემთხვევაში, ნებისმიერ დროს შეცვალოს ის. “სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი ხვალ განიხილავს. კანონპროექტის ავტორების შეფასებით, საქართველოში ყველაზე ძვირ სესხს პენსიონერები იღებენ.

როგორც ინიციატორები განმარტავენ, საქართველოში პენსიის გაცემის ექსკლუზიურ უფლებას “ლიბერთი ბანკი” ფლობს, მას არ ჰყავს კონკურენტი და შესაბამისად, ბაზარზე პირობებს სწორედ “ლიბერთი ბანკი” ადგენს და ეს მიდგომა შესაცვლელია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი