საელჩოს განცხადება საბერძნეთში ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებული ქართველის საქმეზე

19 ივნისი 2021, 18:10 1246 ნახვა

საბერძნეთში, 70 წლის მოხუცი ცოლ-ქმრის ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებული ქართველის საქმეზე საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს. განცხადებაშია აღნიშნულია, რომ საელჩო მუდმივ კომუნიკაციაშია საბერძნეთში დაკავებულ საქართველოს მოქალაქესთან და მასთან ბოლო სატელეფონო საუბარი გუშინ შედგა.

განცხადების მიხედვით საქართველოს მოქალაქე საელჩოსთან კომუნიკაციაში  უარყოფს მის მიმართ წაყენებულ ბრალდებას და აცხადებს, რომ მოხუცი ცოლ-ქმრის ყაჩაღობის საქმეზე, რომელზეც, პოლიციის ინფორმაციით, მისი კავშირი დადასტურდა შესაბამისი დნმ-ის ექსპერტიზით, უდანაშაულოა და თვლის, რომ არ უნდა იყოს დაკავებული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი