აჭარის ეკონომიკის სამინისტრო და მთავრობის წევრები დაინტერესების შემთხვევაში, ბობოყვათის მოსახლეობას ისევ შეხვდება

19 ივნისი 2021, 17:56 1341 ნახვა

ბობოყვათში გამართულ საპროტესტო აქციას  აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში გამოეხმაურნენ.

უწყების განცხადებით, ისინი მზადყოფნას გამოთქვამენ დაინტერესების შემთხვევაში მოსახლეობასთან შეხვედრა ისევ გამართონ.

"აჭარის მთავრობის წევრებმა ბობოყვათის მოსახლეობასთან შეხვედრა უკვე გამართეს. როგორც ცნობილია, ტერიტორია წარმოადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებას და შესაბამისად მოქალაქეებს არა აქვთ მიწის რეგისტრაციისთვის საჭირო საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები.

მთავრობის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე მოსახლეობის ნაწილმა აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი კანონმდებლობით ბობოყვათში მიწა არ ეკუთვნით, ისინი მთავრობისგან ითხოვენ რაიმე გზის გამოძებნას, რომ აღნიშნული მიწა საკუთრებაში დაურეგისტრირდეთ. მთავრობის წევრების მიერ მოსახლეობას განემარტა, რომ ქონების განკარგვა მხოლოდ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ხდება.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, მთავრობის წევრები მზადყოფნას გამოთქვამენ დაინტერესების შემთხვევაში, მოსახლეობასთან კვლავ გამართონ შეხვედრა, რომლის ფარგლებში მოქალაქეები მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ.

აჭარის მთავრობის წარმომადგენლები ბორჯომში იმყოფებიან და მიმდინარე სამუშაო შეხვედრებში იღებენ მონაწილეობას" - აღნიშნულია განცხადებაში. 

 

ფოტო: 17 ივნისის შეხვედრიდან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი