ვენეციის კომისიამ ეუთო/ოდირთან ერთად საარჩევნო კოდექსის ცვლილებების შესწორებულ ვერსიაზე ერთობლივი დასკვნა გამოაქვეყნა.
დასკვნის თანახმად, კანონპროექტის შესწორებული ვერსიაში გათვალისწინებულია მათი ძირითადი რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ელემენტები, კერძოდ: ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის და უპარტიო წევრების არჩევისთვის დაწესდა პარლამენტის კვალიფიციური უმრავლესობის ორი მესამედის ხმა; მათივე აღნიშვნით, ძირითადი რეკომენდაციებიდან ჯერ კიდევ რჩება გასათვალისწინებელი, მათ შორის : დამატებითი ცვლილებები შეიტანონ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა შერჩევის პროცესში, რათა უზრუნველყოფილ იქნას, გამჭვირვალე, დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი უპარტიო წევრების დანიშვნისთვის;ასევე უნდა გაგრძელდეს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის განაცხადების წარდგენისა და განხილვის ვადები.