რუსეთის საზღვრებთან ნატო-ს ქვეყნების სამხედრო ობიექტების განლაგება ჩვენთვის განსაკუთრებული ყურადღების საგანია და უსაფრთხოების დაცვის მიზნით პროპორციული ნაბიჯების გადადგმის მიზეზია, - ამის განცხადებით კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ბაზის განთავსების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. პესკოვის თქმით, რუსეთი ყურადღებით ადევნებს თვალყურს ინფორმაციას თურქეთის მიერ აზერბაიჯანში სამხედრო ბაზის შესაძლო შექმნასთან დაკავშირებით. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა არ გამორიცხა, რომ აზერბაიჯანთან ხელმოწერილი შუშას დეკლარაციის თანახმად, თურქეთმა აზერბაიჯანში სამხედრო ბაზა შექმნას.