პენტაგონის განცხადება ავღანეთიდან მოსალოდნელ საფრთხეზე

18 ივნისი 2021, 09:59 604 ნახვა

პენტაგონში არ გამორიცხავენ, რომ აშშ-სა და მის მოკავშირეებს ავღანეთიდან მომავალი ტერორისტული საფრთხე კვლავ დაემუქროთ, – ამის შესახებ განცხადება აშშ-ის თავდაცვის მდივანმა. ლოიდ ოსტინის თქმით, „ალ ქაიდასა“ და სხვა ტერორისტული ჯგუფებს შესაძლო თავდასხმებისთვის მოსამზადებლად სულ მცირე ორი წელი მაინც დასჭირდებათ.

როგორც ამერიკული მედია წერს, პენტაგონის ხელმძღვანელის ამ ვარაუდს კონგრესში გამართულ მოსმენაზე დაეთანხმა აშშ-ის გაერთიანებული შტაბების თავმჯდომარე.    

გაერო-ს მიერ იანვარში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ავღანეთში ჯერ კიდევ რჩება „ალ ქაიდას“ 500 წევრი და ისინი ახლო კონტაქტში არიან მოძრაობა „თალიბანთან“.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის განკარგულებით, ამერიკელმა სამხედროებმა ავღანეთი სექტემბრამდე უნდა დატოვონ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში