მეწყრულ ზონაში მცხოვრები მოქალაქეების პრობლემები. სოფელ მაღლაკონში მიწაზე გაჩენილი ნაპრალები საფრთხეს რამდენიმე ოჯახს უქმნის. მოსახლეობა ყვება, რომ პრობლემა ძლიერი წვიმის დროს მწვავდება. ტერიტორიაზე გეოლოგიური დასკვნები 2006 წელსაა ჩატარებული, სადაც წერია, რომ ცხოვრება მაღლაკონში უსაფრთხოა. პრობლემების სრულად მოსაგვარებლად ათეულობით მილიონი ლარია საჭირო, ამიტომ პირველ ეტაპზე ხელვაჩაურის მერია იმ ოჯახებსი დახმარებას გეგმავს, რომლებიც ქირით არიან გაყვანილი.