ცვლილება ბიუჯეტში - მინისტრის მოსმენა კომიტეტებში

16 ივნისი 2021, 17:46 1019 ნახვა

2021 წლის  კორექტირებული ბიუჯეტის მიხედვით, აჭარის რეგიონის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 414 მილიონ ლარს შეადგენს.  85 მილიონი ლარით იზრდება ხარჯვითი ნაწილი. იზრდება ყველა მხარჯავი უწყებისა და ორგანიზაციის ბიუჯეტი.

10 მილიონი ლარი ემატება ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, ამავე ოდენობით  იზრდება განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ასევე სოფლის-მეურნეობის სამინიტროს  ბიუჯეტი.  იზრდება დაფინანსება ჯანდაცვის  მიმართულებით კონკრეტულ პროგრამებზე. 

რეგიონის 2021 წლის ბიუჯეტიდან ყველაზე მეტი თანხა 51 მილიონი მუნიციპალიტეტებზე გადანაწილდა, რაც ინფრასტრუქტურულ პროგრამებს მოხმარდება.

ოპოზიცია აცხადებს, რომ  მუნიციპალიტეტების დაფინანსება წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია.

რეგიონის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში შეტანილ ცვლილებებს  აჭარის  ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი უმაღლესი საბჭოს კომიტეტებს აცნობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი