ჟენევაში აშშ-რუსეთის ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს

16 ივნისი 2021, 17:45 1258 ნახვა

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა თავდაპირველად ვიწრო, შემდეგ კი გაფართოებულ ფორმატში დაიწყო. ჟენევაში ლა გრანჟის ვილაზე ორი ქვეყნის ლიდერებს შორის შეხვედრა უკვე 2 საათზე მეტია გრძელდება.

რუსეთის ლიდერმა ამერიკელ კოლეგას  ჟენევაში სამიტის ჩატარების ინიციატივისთვის მადლობა გადაუხადა.  მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ შეხვედრა ნაყოფიერი იქნება.  თავის მხრივ,  ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ პირისპირ შეხვედრა ყოველთვის უკეთესია. ბაიდენის თქმით, შეხვედრაზე ეცდებიან საერთო ინტერესებისა და თანამშრომლობის სფეროების განსაზღვრას. სამიტი სამი ნაწილისგან შედგება. 

ერთსაათიანი მოლაპარაკებები ვიწრო  ფორმატში და  ორი  რაუნდი გაფართოებულ ფორმატში.  სამიტი სავარაუდოდ 4-5 საათი გაგრძელდება. ერთობლივი პრეს-კონფერენცია არ იგეგმება. პრეზიდენტები ჟურნალისტების წინაშე ცალ-ცალკე წარსდგებიან.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი