ისრაელმა დღეს დილით ღაზას სექტორზე საჰაერო დარტყმები განახორციელა. უცხოური მედიის ინფორმაციით, ისრაელის ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პალესტინის ტერიტორიიდან ხანძრის გამომწვევი სპეციალური საჰაერო ბურთები გაუშვეს. ისრაელის თავდაცვის ძალების განაცხადებით, საფრენმა აპარატებმა ქალაქ ხან იუნისსა და ღაზაში დაჯგუფება „ჰამასის“ სამხედრო ობიექტები გაანადგურეს.
საჰაერო თავდასხმები პირველი იყო მას შემდეგ, რაც ეგვიპტის შუამავლობით გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შედეგად ისრაელსა და პალესტინის დაჯგუფებებს შორის 11-დღიანი შეიარაღებული კონფლიქტი დასრულდა.
პალესტინელების გაღიზიანება მემარჯვენე რადიკალური ნაციონალისტური ჯგუფების მიერ აღმოსავლეთ იერუსალიმში მოწყობილმა აღლუმმა და ათასობით დროშის ფრიალმა გამოიწვია.