ტურისტული სეზონისთვის ემზადება კურორტი ბეშუმიც. ოფიციალურ გახსნამდე აქ რამდენიმე დამსვენებელი უკვე არის, მათი უმრავლესობა მთის კურორტზე არჩევანს წლების განმავლობაში აკეთებს. სასიამოვნო და სასარგებლო დასვენებაზე საუბრის პარალელურად ტურისტები ინფრასტრუქტურულ გამოწვევებზეც საუბრობენ. აიპი ,,ბეშუმის“ ადმინისტრაციის ინფორმაციით კურორტზე წელს დამატებით მოეწყო შიდა საუბნო გზები, მიმდინარეობს წყლის სისტემის რეაბილიტაციაც. ბეშუმში არსებულ გამოწვევებზე უფრო ვრცლად რეპორტაჟიდან შეიტყობთ.