უკრაინა რუსული წარმოების ვაქცინით აცრილებს მის ტერიტორიაზე არ შეუშვებს. მოქალაქეები, რომლებიც სპუტნიკ-ვეთი არიან ვაქცინირებული უკრაინაში მოგზაურობას ვერ შეძლებენ, რადგან ეს პრეპარატი არ არის აღიარებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და უკრაინის მიერ. ამის შესახებ უკრაინის სასაზღვრო სამსახურის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა და აღნიშნა, რომ მათთვის მხოლოდ ის ვაქცინებია მისაღები, რომლებმაც ჯანმოს ავტორიზაცია მიიღეს.
ეს აკრძალვა არ ვრცელდება რუსული ვაქცინით აცრილ იმ მგზავრებზე, რომლებიც სხვა ქვეყნებში ტრანსფერით მიფრინავენ, არ სჭირდებათ საპასპორტო კონტროლის გავლა , ავტომატურად გადადიან სატრანსფერო ზონაში და მიემგზავრებიან უკრაინიდან.