ინგლისში „ლოქდაუნის“ ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების მოხსნის ბოლო ეტაპი თითქმის 1 თვით, 19 ივლისამდე გადაიდო, - ინფორმაციას ბიბისი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მთავრობამ გადაწყვეტილება კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობის ზრდის ფონზე მიიღო, რაც კორონავირუსის „დელტა“, ე.წ. „ინდური ვარიანტით“, არის განპირობებული.
მეცნიერები მთავრობას აფრთხილებდნენ, რომ თუკი შეზღუდვების მოხსნის მეოთხე ეტაპი 21 ივნისს დაიწყებოდა, როგორც ეს დაგეგმილი იყო, შესაძლოა, იმ კოვიდინფიცირებულების რაოდენობა, რომლებიც საავადმყოფოში მკურნალობას საჭიროებენ, მნიშვნელოვნად გაზრდილიყო.