მსოფლიოში COVID 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 177 მილიონს გადააჭარბა

15 ივნისი 2021, 10:49 500 ნახვა

მსოფლიოში  კი კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 177 მილიონს გადააჭარბა. მონაცემებს პლატფორმა უოლდმეტერსი აქვეყნებს.

ამავე სტატისტიკის თანახმად, კოვიდ 19-ს დღემდე მსოფლიოში 3 მილიონ 800 ათასზე  მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსისგან განიკურნა 161 მილიონზე მეტი ადამიანი.

კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს  მესამეზე - ბრაზილიაა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში