შშმ პირთა უფლებების დაცვის დღე - არასამთავრობოების განცხადება

14 ივნისი 2021, 14:26 1255 ნახვა

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეს, არასამთავრობო ორგანიზაციები და აქტივისტები მათთვის კანონის აღსრულების შეფერხებულ პროცესს ეხმაურებიან და მთავრობას კანონით ნაკისრი, ვადაგადაცილებული ვალდებულებების დაუყოვნებლივ შესრულებისკენ მოუწოდებენ.

როგორც აღნიშნავენ, კანონმა, რომელიც პარლამენტმა გასული წლის ივლისში მიიღო, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე თემის მრავალწლიანი მოლოდინის მიუხედავად, კანონში შესაბამისი ვალდებულებების დაწესებაც კი არ აღმოჩნდა საკმარისი იმისათვის, რომ პოლიტიკის ჩარჩო დროულად შემუშავებულიყო.

განცხადების ავტორები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს სხვადასხვა ღონისძიების გატარებას სთხოვენ: განცხადებას ხელს აწერს 11 არასამთავრობო ორგანიზაცია და შშმ პირთა უფლებების დამცველი 5 აქტივისტი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში