აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ნატო-სა და ევროკავშირის სამიტების წინ ბრიუსელში ჩავიდა. მედიის ინფორმაციით, ჯო ბაიდენი დღეს ნატო-ს დანარჩენი 29 წევრი ქვეყნის ლიდერებთან 3-საათიან შეხვედრას გამართავს. სადაც, სავარაუდოდ, სხვა თემებთან ერთად, ავღანეთიდან ჯარების გაყვანის, ჩინეთსა და რუსეთთან დაკავშირებულ საკითხებსაც განიხილავენ.
სამშაბათს აშშ-ის პრეზიდენტი ევროკავშირის ლიდერებს შეხვდება. ოთხშაბათს კი ის ჟენევაში ჩავა და რუს კოლეგასთან, ვლადიმერ პუტინთან გამართავს შეხვედრას.
ჯო ბაიდენი ბელგიაში გაერთიანებული სამეფოდან ჩავიდა, სადაც ის „დიდი შვიდეულის“ სამდღიან სამიტში მონაწილეობდა.