ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ოტო-რინო-ლარინგოლოგთა ასოციაციის წევრებს შეხვდა. მხარეებმა, ამ მიმართულებით არსებული საჭიროებები და დარგისთვის აქტუალური საკითხები განიხილეს.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტი პაციენტთა ინტერესებისა და უფლებების დაცვაა. თუმცა, ამავდროულად, მნიშვნელოვანია სამედიცინო სექტორის ინტერესების გათვალისწინება.
შეხვედრაზე, დარგის მეტად განვითარებისთვის აუცილებელი საკითხებიც განიხილეს. იმსჯელეს, სამომავლოდ, აქტუალური საკითხების ერთობლივად მოგვარებასა და კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობაზე.