დიდი ხანია, სააკაშვილი იმყოფება არა საპატიმროში, არამედ ერთ-ერთ კერძო კლინიკაში, ეს არის დღევანდელი მდგომარეობა, დანარჩენზე გადაწყვეტილებებს იღებენ შესაბამისი უწყებები - პრემიერი

04 აგვისტო 2024, 13:52 373 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საპატიმროში გადაყვანაზე გადაწყვეტილებას იღებენ შესაბამისი უწყებები.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სააკაშვილი ძალიან დიდი ხანია, იმყოფება არა საპატიმროში, არამედ ერთ-ერთ კერძო კლინიკაში.

კითხვაზე, აპირებს თუ არა ხელისუფლება, რომ მიხეილ სააკაშვილი დააბრუნოს საპყრობილეში, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებას შესაბამისი უწყებები იღებენ.

„არ ვიცი ჩემთვის საინტერესო არ არის, შესაბამისი უწყებები იღებენ ხოლმე ასეთ გადაწყვეტილებებს. იცით, რომ ძალიან დიდი ხანია, სააკაშვილი იმყოფება არა საპატიმროში, არამედ ერთ-ერთ კერძო კლინიკაში, ეს არის დღევანდელი მდგომარეობა, დანარჩენზე გადაწყვეტილებებს იღებენ შესაბამისი უწყებები საჭიროებებიდან გამომდინარე. ხან ასე იქნება ხან ისე, ვნახოთ“, – განაცხადა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი