ილია სულამანიძემ (100 კგ) შვეიცარიელი დანიელ აიხი იპონით დაამარცხა და ოლიმპიური თამაშების ფინალში იჭიდავებს.
სულამანიძის შემდეგი მეტოქე აზერბაიჯანელ კოცოევსა და უზბეკ ტურუბოევს შორის გამარჯვებული იქნება.
პარიზის ოლიმპიადაზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ანგარიშზე ორი მედალია.