საქართველოს ხელშეწყობით, აზერბაიჯანის მიერ სომეხი ტყვეების გათავისუფლებასა და სანაცვლოდ, სტრატეგიული მნიშვნელობის ინფორმაციის მიღებას მიესალმებიან ევროკავშირის წარმომადგენლები. საგარეო საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის განცხადებით, ეს ნაბიჯები ევროკავშირმა და სხვა საერთაშორისო აქტორებმა წაახალისეს.
ბორელი სომხეთსა და აზერბაიჯანს ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ეგიდით მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდებს. შუამდგომლობისთვის საქართველოს მადლობას უხდის ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი. „მადლობას ვუხდი საქართველოს ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯების განხორციელების ხელშეწყობისთვის.
მოვუწოდებ ორივე მხარეს, გააგრძელონ გზა მშვიდობისკენ,“ - განაცხადა ევროპარლამენტარმა.