მუნიციპალიტეტებს 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის საკრებულოსთვის წარდგენის ვადა დღეს ეწურებათ. ამის შემდეგ მთავარ ფინანსურ დოკუმენტზე საკრებულოებში იმსჯელებენ. გამგებლები აცხადებენ, რომ მომავალი წლის პრიორიტეტები ინფრასტრუქტურა, სოციალური საკითხები, განათლება, ტურიზმის ხელშეწყობა და დაწყებული პროექტების დასრულებაა. თვითმმართველობის კოდექსის თანახად, საკრებულომ ბიუჯეტის პროექტი საჯარო განხილვისთვის 5 დღეში უნდა გამოაქვეყნოს, არაუგვიანეს 25 ნოემბრისა დოკუმენტი შენიშვნებით გამგეოებებს და მერიას უნდა გადაუგზავნოს. შენიშვნების ახალი ვარიანტი საკრებულოს არაუგვიანეს 10 დეკემბრისა უნდა დაუბრუნდეს. კანონის თანახამდ მუნიციპალიტეტებმა 2017 წლის ბიუჯეტი 31 დეკემბრამდე უნდა დაამტკიცონ.