პანდემია და მისგან გამოწვეული პრობლემები - ამ თემებზე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებსა და სომხეთის რესპუბლიკის შემოსავლების კომიტეტის დელეგაციის წევრებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის ფარგლებში, მხარეებს შორის საუბარი შეეხო ორი ქვეყნის საზღვრებს შორის, გადაადგილებული ტვირთებისა და სატრანსპორტო საშუალებების შესახებ, ინფორმაციის ავტომატურ რეჟიმში გაცვლის შესაძლებლობებს.
ბოლო 3 წლის მონაცემებით, საქართველოსა და სომხეთს შორის ტვირთბრუნვამ 2 მილიარდ 400 მილიონ დოლარს გადააჭარბა და გლობალური პანდემიის მიუხედავად, შენარჩუნდა საერთაშორისო ტვირთების შეუფერხებელი მიწოდება.