მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე, კონფლიქტით დაზარალებული ქალების როლზე - შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პირველი შეხვედრა გამართა.
აღინიშნა, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და ნდობის აღდგენის პროცესში ქალთა ორგანიზაციების, მათი გამოწვევებისა და საჭიროებების გათვალისწინების აუცილებლობა.
ამ კონტექსტში, განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში და კონფლიქტით დაზარალებულ სოფლებში მცხოვრები ქალების ჰუმანიტარული და უფლებრივი მდგომარეობა.
მშვიდობის მშენებლობის პროცესში ქალთა ეფექტიანი მონაწილეობის გაძლიერების საკითხებზე საკონსულტაციო პლატფორმა ახლადშექმნილია.