ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 39 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ ეტაპზე რეგიონის კოვიდმიმღებ კლინიკებში 305 ადამიანი მკურნალობს, მძიმე პაციენტია 86, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 8 პირი.
594 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 339 – თბილისში, 224- აჭარაში. 6 085 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 14 924 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 6 722, პირი, აჭარაში – 1 987.