საყოველთაო გაფიცვა

15 იანვარი 2025, 10:02 116 ნახვა

სამ საათში ქვეყანაში საყოველთაო გაფიცვა უნდა დაიწყოს. დამსაქმებლები და დასაქმებულები დღეს, 15:00 საათზე საყოველთაო გამაფრთხილებელ გაფიცვას - „იფიცება საქართველო!“ იწყებენ. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, პროტესტის მიზანია, აჩვენონ საზოგადოებას ის, თუ რა ელის საქართველოს იზოლაციის პირობებში.

მათივე ცნობით, გაფიცვა სამი საათის განმავლობაში გაგრძელდება.

აღსანიშნავია, რომ 15 იანვრის საყოველთაო გაფიცვას უერთდებიან სხვადასხვა კომპანია, უნივერსიტეტი, კვების ობიექტი თუ სხვა ბიზნესჯგუფები.

ბიზნეს-სუბიექტები შესაბამის განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

ჩამონათვალში 70-ზე მეტი კომპანიაა და სხვა დაწესებულებები ეტაპობრივად უერთდებიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში