სკოლები პირველკლასელების გარეშე ხულოში

09 ივნისი 2021, 20:23 1969 ნახვა

სკოლა პირველკლასელების გარეშე. ამ პრობლემაზე არაერთხელ მოგვიყოლია. მიმდინარე სასწავლო წელს, აჭარის მთის მუნიციპალიტეტებში პირველკლასელი 16 სკოლას არ ჰყავდა. სექტემბერში კი ეს მოცემულობა ძმაგულას, ჩაოს, სკვანას, გელაურასა და დიოკნისის სკოლებში იქნება. ამ ყველაფრის მიზეზი კი სოფლებში შემცირებული შობადობა და მიგრაციაა. ეკონომიკური პირობების, უმუშევრობისა და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემების გამო, მაღალმთიან დასახლებებს მოსახლეობა მასობრივად ტოვებს.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი