აჭარის გარდა, ბაღები 12 ოქტომბერს აღსაზრდელებს მიიღებენ

28 სექტემბერი 2020, 18:59 1473 ნახვა

პირველ ოქტომბერს, პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეები საკლასო ოთახებში დაბრუნდებიან, თუმცა სიახლე არ ეხება აჭარას. თუ მოსწავლეების მშობლები გადაწყვეტენ, რომ ურჩევნიათ, მათმა შვილებმა სასწავლო პროცესი გააგრძელონ დისტანციური ფორმით, საქართველოს განათლების მინისტრის თქმით, უწყება ამ საკითხს უზრუველყოფს. რაც შეეხება მაღალ კლასებს, საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მიხეილ ჩხენკელმა თქვა, რომ ამ საკითხზე დამატებით განცხადებას ახლო მომავალში გააკეთებენ.  აჭარის გარდა, უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში სწავლა აუდიტორიებში 19 ოქტომბრიდან  განახლდება. 12 ოქტომბერს კი მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, საბავშვო ბაღები ფუნქციონირებას დაიწყებენ. თუმცა არც ეს სიახლე ეხება რეგიონს.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი